1. პროექტის სახელი: მოგზაურობა წარსულში
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოცემული პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებს, გაიგებენ რა იყო გამორჩეული თითოეული ქვეყნის ხელოვნებაში, მოვახდენთ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას, ვისწავლით თანამშრომლობას, ურთიერდახმარებას, საკუთარი თავისა და მეგობრების წარმოჩენას.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები (16) მოსწავლე განაწილებული იქნებიან 4 ჯგუფად–– თითოეულ ჯგუფში 4 მოსწავლე. ჯგუფებში განაწილებული იქნება საპროექტო თემები:
1. ძველი ეგვიპტე
2. ძველი რომი
3.ძველი საბერძნეთი
4. ძველი აღმოსავლეთი
თითოეული ჯგუფის წევრებმა უნდა წარმოაჩინონ თავიანთი შერჩეული ქვეყანა. წარმოადგინონ საინტერესო ინფორმაცია, ფოტოები, თავიანთი შესრულებული ნამუშევრები.
4.მონაწილეთა ასაკი: 10–11წწ.
5. ვადები(ხანგრძლივობა): 2–3 კვირა
6. : პროექტის შესაძლო აქტივობები: ძიება, დაკვირვება, პრეზენტაცია,
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
7. მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტი, რა შეიძლება შეიქმნას.) მოსწავლეები გაეცნობიან ანტიკური ხანის მსოფლიო ხელოვნებას, წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს შერჩეულ პროექტებზე, როგორც სლაიდ შოუს,
ასევე, წერილიბითი ნამუშევრების სახით.
8. სამუშაო ენა: ქართული ენა
9. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგანი: ხელოვნება
ს.გ.iv.11მსჯელობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს გამომსახველობითი
ხერხების, მასალის, ტექნიკის გამოყენებით.
მსჯელობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ცალკეული ნიმუშის დანიშნულებაზე.
აგროვებს ინფორმაციებს ცნობილ არქიტექტულურ ძეგლებზე, ფერწერულ ნამუშევრებზე,
ქანდაკებებზე, დეკორატიულ–გამოყენებით ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს.
ს.გ.iv. 13
აგროვებს ინფორმაციას ხელოვნების მოღვაწეებზე, აცნობს თანაკლასელებს. მსჯელობს
იმის შესახებ, რა ზეგავლენას ახდენს გარემო და ეპოქა ხელოვნების ნაწარმოებებზე.
10. პროექტის ავტორი: ნუნუ კაკულია
11. ავტორის E-mail-ი: nunukakulia@gmail.com
суббота, 17 апреля 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)